სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფიში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.