სახანძრო უსაფრთხოება იორმუღანლოს თემის სკოლებში [Audio]

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე კახეთის რეგიონში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, 1200 ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

ამ დროისთვის ობიექტების უმრავლესობა უკვე შემოწმდა და გარკვეული დარღვევებიც გამოიკვეთა.
როგორც აღნიშნულ უწყებაში განმარტეს, სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობას დაქვემდებარებულ შენობა -ნაგებობებში, ძირითადად, არ არის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული საევაკუაციო გეგმები, სათადარიგო გასასვლელები ჩახერგილია,შენობებში არ არის საკმარისი რაოდენობის ცეცხლმაქრი სისტემები და საშუალებები და ა.შ.
რადიო ივრისი დაინტერესდა, როგორია იორმუღანლოს თემის საჯარო სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობა და რა მითითებები მიიღეს მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსგან.