საგარეჯოში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

შაბათს, 20 იანვარს, 11 საათზე, საგარეჯოში, კლინიკა „ლაიფში“ (ჭავჭავაძის ქ. 3ა) კლინიკა „ენმედიცი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.

პაციენტებს მოემსახურებიან თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები:

ენდოკრინოლოგი
კარდიოლოგი
ანგიოლოგი
ოტორინოლარინგოლოგი

ასევე ჩატარდება ექოსკოპიური კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი, კერძოდ სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა (გლიკემია).