საგარეჯოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

საგარეჯოში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ისინი რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.