კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტსივრცეში არსებული გამოწვევები – ტრენინგი რადიო “ივრისში” [Audio]

ჟურნალისტთა ასოციაცია- საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“,უკვე მეოთხე თვეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში ახორციელებს პროექტს „აზერბაიჯენელი ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობის ხელშეწყობა“, რომლის მხარდამჭერია ორგანიზაცია PH INTERNATIONAL.

პროექტის ფარგლებში თემის სამი სკოლიდან შეირჩა 30 მოსწავლე. მათ 3 და 4 თებერვალს სათემო რადიო ივრისის ოფისში ჩაუტარდათ ტრენინგი ინტერნეტის გამოყენებისას არსებული რისკებისა და გამოწვევების, ასევე მობილური მოწყობილობებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ.

როგორც სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) კოორდინატორი ნუცა გოგუაძე ამბობს, იორმუღანლოს თემში აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას.

პროექტი ხორციელდება სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომლის დამფინანსებელიცაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ბულინგი, კიბერბულინგი, ინტერნეტსაფრთხეები, ტრეფიკინგი და სხვა.

ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირ „მეცენატის“ დირექტორის, მაია ყალაბეგაშვილის თქმით, პროექტის მონაწილეები გარდა ამ საკითხებისა, ასევე ისწავლიან ჟურნალისტიკის ელემენტებს, აუდიომონტაჟს, ფოტო და ვიდეოგადაღებას.