კლინიკა ვივამედის უფასო სამედიცინო აქცია იორმუღანლოში

პარასკევს,16 მარტს, 10:00 საათზე, იორმუღანლოს ბაზრის ტერიტორიაზე, ოფისის შენობაში, მეორე სართულზე გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ოფთალმოლოგის და ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია.

აქციის ორგანიზატორია კლინიკა ” ვივამედი”.

თქვენ კონსულტაციას გაგიწევენ კვალიფიციური ექიმები:

1. კლინიკა ვივამედის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოფთალმოქირურგი ილონა წერედიანი
2. ექიმი ოფთალმოლოგი თეონა ხოჯავა
3. ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ნინო ბეგიაშვილი

აქცია მიზნად ისახავს საოპერაციო პაციენტების გამოვლენას, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ კლინიკაში მიიღონ ქირურგიული მომსახურება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით და კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით.