კომპიუტერული უსაფრთხოება და გამოწვევები [Audio]

ინტერნეტმოხმარების გაზრდას თან ახლავს საფრთხეებიც. ჩვენ იორმუღანლოს თემში ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ რა იციან ახალგაზრდებმა კომპიუტერული უსაფრთხოების თემაზე. გაირკვა, რომ უმრავლესობას ამ საკითხზე არ აქვს ინფორმაცია, თუმცა, ჩვენ ვიპოვეთ ადამიანები, რომლებმაც იციან თავდაცვის მექანიზმები. ამ თემაზე დუზაგრამის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მაქსიმ ბაირამოვი და მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამერლან ჯამალოვი გვესაუბრებიან.
ისინი თავიანთ ცოდნას თანატოლებს უზიარებენ.

როგორც ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინე სტალინსკი ამბობს, კომპიუტერული უსაფრთხოების თავლსაზრისით გამოწვევები არსებობს იმის გამო, რომ ჩვენ არ გვყოფნის განათლება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენთან უფასო ფილმის გადმოქაჩვა ან არალიცენზირებული ვინდოუსის დაყება არის მიღებული ფორმა და არასდროს ვფიქრობთ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, უნდა შექმნას რესურსები, ჩაატაროს ტრენინგები და თითქმის სასკოლო პროგრამის დონეზე უნდა იყოს დაყვანილი კიბერუსაფრთხოება, მაგრამ სახელმწიფო ისევე როგორც სხვა ინსტიტუციები ვერ ახერხებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.“
შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს კომპიუტერული დანაშაულის 550 შემთხვევაა რეგისტრირებული, 2017 წელს კი- 506.

სიუჟეტზე მუშაობდნენ დუზაგრამის, იორმუღანლოსა და ლამბალოს სკოლის მოსწავლეები.