მაჩალიკაშვილის ოჯახი თვლის, რომ პროკურორთან შეხვედრა გამოძიების ობიექტურად წარმართვას შეუწყობს ხელს

მას შემდეგ, რაც თბილისში, მთავარ პროკურორთან მაჩალიკაშვილების ოჯახის შეხვედრა გაიმართა, პანკისის ხეობაში შეფასებები გაკეთდა.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ ელზა მარგოშვილმა განაცხადა, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რაზე ისაუბრა ოჯახმა ირაკლი შოთაძესთან.

“ჯერ ჩემს შვილთან არ მისაუბრია, მაგრამ ჩვენი ოჯახის მოთხოვნები უცვლელია, მიენიჭოს თემირლანს დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც უდანაშაულო ბავშვი საწოლში მოკლა. სწორედ ამ მოთხოვნებზე საუბარს აპირებდა ოჯახი მთავარ პროკურორთანაც. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ჩვენ ქართველი ხალხის იმედი გვაქვს.“ – განაცხადა ელზა მარგოშვილმა.