კახეთის მუნიციპალიტეტებიდან მარტოხელა მშობლებს მხოლოდ ახმეტის მერია არ ეხმარება

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის (HRDF) რეკომენდაციით, მარტოხელა მშობლებისთვის სხვადასხვა სახის დახმარება წელს კიდევ ექვსმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს მარტოხელა მშობლებს საქართველოს მასშტაბით 75 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 25 ეხმარებოდა, მათ შორის კახეთის შვიდი მუნიციპალიტეტიცაა. ესენია: დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, საგარეჯო, სიღნაღი, გურჯაანი, თელავი. პროგრამაში არ არის ჩართული მხოლოდ ახმეტა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ამ მიმართულებით გათვალისწინებული აქვს ერთჯერადი ფულადი დახმარება, კომუნალურები (დენი 5 ლარი, ზამთრის სეზონზე გათბობა 50 ლარი).

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განაცხადა, სოციალურ სამსახურს ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.
„ჩავატარებთ აღრიცხვას რაიონის მასშტაბით რამდენი მარტოხელა მშობელია და იქიდან გამომდინარე გავაკეთებთ დასკვნას, მომავალში რა სახის დახმარებას შევძლებთ ამ ადამიანებისათვის. წელს სოციალური პაკეტიდან გამოიყოფა მათთვის გარკვეული თანხა. მწირი ბიუჯეტი გვაქვს, ამიტომ ვერ გეტყვით რამდენი ლარი განისაზღვრება და რა კუთხით მოხდება მათი დახმარება. “

მისივე თქმით, ამ მიმართულებით თანხას 2019 წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინებენ.