დღეს იორმუღანლოში, ბაზრის ტერიტორიაზე, თემის მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა. მათ უფასოდ მოემსახურნენ კლინიკა ” ვივამედის” კვალიფიციური ექიმები:
ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოფთალმოქირურგი ილონა წერედიანი, ექიმი ოფთალმოლოგი თეონა ხოჯავა, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ნინო ბეგიაშვილი.
მოსახლეობა მომსახურებით კმაყოფილია. მათი თქმით, კარგი იქნება, თუკი ასეთი აქციები ხშირად მოეწყობა.