„მერების შეთანხმების“ პროგრამას საგარეჯოც შეუერთდა [Audio]

კახეთის რეგიონის 7 მუნციპალიტეტეტის მერია შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას – “მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“. ესენია, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი და ახმეტა.

ხელმოწერის საზეიმო ცერემონია თელავში ერეკლე მეფის სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის წარმომადგენლები და „მერების შეთანხმების“ პროგრამის ექსპერტი საქართველოსა და აზრებაიჯანში – გიორგი აბულაშვილი.
როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ პროგრამაში ჩართვა ენერგოეფექტურობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

თელავის მუნიციპალიტეტი ამ პროგრამაში 2014 წლიდანაა ჩართული. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, უკვე განხორციელდა რამდენიმე ბაღის, სკოლისა და სპორტული კომლექსის გადაიარაღება ენერგოეფექტური სისტემით.