რადიო „ივრისში“ საგარეჯოს მერისა და იორმუღანლოელი ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბწონაშვილი, იორმუღანლოს თემის იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც PH International-ის და ჟურნალისტთა ასოციაცია – საზოგადოებრივ განვითარების კავშირ “მეცენატის” ერთობლივ პროექტში არიან ჩართული. შეხვედრა სათემო რადიო “ივრისის” ოფისში გაიმართა.

ახალგაზრდებმა მერს კითხვები მათ თემში არსებული პრობლემების შესახებ დაუსვეს. დუზაგრამის კოლის მოსწავლის ილგარა მამედოვას თქმით,  ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან მათ მერისგან საკითხების მოგვარების დაპირება მიიღეს.

მოსწავლეებმა  მერთან არამარტო  ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს, არამედ მათ კითხვები თემისთვის მნიშვნელოვან სხვა პრობლემებზეც დაუსვეს. ელსევარ კულიევს სჯერა, რომ მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აუცილებლად გაითვალისწინებს.

გიორგი ერბოწონაშვილი ყველა იმ საკითხით დაინტერესდა, რაზეც ახალგაზრდებმა ისაუბრეს და განაცხადა, რომ პრობლემებს ადგილობრივი თვითმმართველობა ეტაპობრივად მოაგვარებს.