საგარეჯოს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა იორმუღანლოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს

აზერბაიჯანლების ეროვნულ დღესასწაულთან,  ნოვრუზ ბაირამთან  დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, მერის მოადგილეები და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრნენ.

მათ  სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცეს და ნობათები გადასცეს.

შეგახსნებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი ახალ დღესთან ასოცირდება. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს.