ლამბალოში ნოვრუზ ბაირამი ზეიმით აღნიშნეს


21 მარტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და კულტურის ობიექტების გაერთიანების მხარდაჭერით, სოფ.ლამბალოში ნოვრუზ ბაირამი საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ღონისძიებაში ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვებმა მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.

ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულზე დღე-ღამის თანაბრობასთანაა დაკავშირებული და სათავეს 3 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან იღებს.