21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

კამპანიას საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის და ჯანმრთელობის დაცვის სოციალურ სამსახურის ერთობლივი ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე პირებს გადაეცათ „LC WAIKIKI“-ს ტანსაცმელი და კვების პროდუქტები.


სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია, დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს ამ დღეს. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია “რას ვმატებ საზოგადოებას” (What I bring to my community).