იორმუღანლოს თემში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს [Audio]


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა 21 მარტს ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს.

რას ნიშნავს ნოვრუზ ბაირამი და რა ტრადიციები ახლავს მას? ამ საკითხებზე იორმუღანლოს მცხოვრებლები ისმიხან მამედოვი და თოზუ გულმამედოვა გვესაუბრებიან. ახალი დღე – ასე გვითარგმნის ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობას ადგილობრივი მკვიდრი ისმიხან მამედოვი.

მისი თქმით, ნოვრუზბაირამობისთვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია ტკბილეული და განსაკუთრებით, მათი ტრადიციული ფახლავა, წითელი კვერცხი, სანთელი და ჯეჯილი.

როგორც თოზუ გულმამედოვა ამბობს, ნოვრუზ ბაირამობის დროს ახალგაზრდები ოჯახებში ჩამოივლიან და მათთვის განკუთვნილ ტკბილეულს ითხოვენ. ის ასევე გვესაუბრება თუ რა დანიშნულება აქვს კოცონს, რომელსაც ამ დღეს ანთებენ.

ნოვრუზ ბაირამობა სათავეს 3 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან იღებს. ამ დღეს იშლება სუფრა და მზადდება ტრადიციული კერძები. ნოვრუზ ბაირამი ეროვნული დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულზე დღე-ღამის თანაბრობასთანაა დაკავშირებული.