იორმუღანლოში “ვივამედის” მორიგი  უფასო აქცია გაიმართება

პარასკევს 30მარტს, 10:00 საათზე, იორმუღანლოს ბაზრისტერიტორიაზე, ოფისის შენობაში, მეორე სართულზე გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მამოლოგის, რადიოლოგის, და ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია. აქციის ორგანიზატორია კლინიკა ” ვივამედი”.
თქვენ კონსულტაციას გაგიწევენ კვალიფიციური ექიმები:

1. გიორგი ქრისტესაშვილი – ექიმი ონკოქირურგი;
(ფარისებრი ჯირკვლის, ხორხის, ზედა ყბის, ქვედა ყბის, პირის ღრუს დაავადებები);
2. ზაზა ლომიძე – ექიმი ონკოქირურგი;
(ფილტვის პათოლოგიები);
3. მამია ხუტაშვილი – ექიმი მამოლოგი, ონკოქირურგი;
(სარძევე ჯირკვლის დაავადებები);
4. ნინო ბეგიაშვილი – ექიმი ოტორინოლარინგოლოგი;
(ყელ-ყურის, ცხვირის ორგანოებთა დაავაების დიაგნოსტიკა, მათ შორის სუნთქვის გაძნელება, ტონზილიტის მკურნალობა, ყურიდან ჩირქდენისა და სმენის დაქვეითების მკურნალობა);
5. ერეკლე გიგიაძე – ექიმი რადიოლოგი;
(უმტრაბგერითი კვლევა);
6. ალექსანდრე ფაჩუაშვილი – ექიმი რადიოლოგი;
(ულტრაბგერითი კვლევა);