ოჯახში ძალადობა, ბულინგი, ადრეული ქორწინება – იორმუღანლოში ტრენინგი ჩატარდა [Audio]

ჟურნალისტთა ასოციაცია- საზოგადოებრივი განვითარების კავშირმა „მეცენატი“ ორგანიზაცია PH INTERNATIONAL-ის ფინანსური მხარდაჭერით რადიო ივრისში ახალგარზდებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარდა, რომელიც ეხებოდა ოჯახში ძალადობას, ბულინგს, ნაადრევი ქორწინებას, ამასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სანქციებს და სხვა. სემინარს უძღვებოდა კვალიფიციური ტრენერი ნანა იოსელიანი.

მისი თქმით, ახალგაზრდები ძალიან აქტიურები იყვნენ სემინარის დროს და შეიძინეს მნიშვნელვანი ცოდნა ისეთ საკითხზე, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა.

“ჩვენ ვისაუბრეთ გენდერულ სტერეოტიპებსა და გენდერულ თანასწორობაზე.ასევე შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ფაქტობრივად ძალიან სერიოზულ პრობლემად მოევლინა სამყაროს, ესაა ბულინგი, კიბერბულინგი, მობინგი და კიბერმობინგი. ამ თემით ახალგაზრდები ძალიან დაინტერესდნენ, მათ მოიყვანეს მაგალითები და საღად მსჯელობდნენ ამ თემასთან დაკავშირებით.“ – გვითხრა ნანა იოსელიანმა.

ტრენინგის მონაწილეები სემინარით კმაყოფილები დარჩნენ. უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ თემატიკასთან ერთად ძალიან მოეწონათ თავად ტრენერი.ახალგაზრდების თქმით,
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცი, რომელი ტრენინგზე მოისმინეს იყო ის, რომ დაუშვებელია იძულებითი ქორწინება.

სემინარის დასრულების შემდეგ პროექტში ჩართული ახალგაზრდების ჯგუფი თავად მომაზადებს სიუჟეტს, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობას, ბულინგსა და ადრეულ ქორწინებას.
აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომლის დამფინანსებელიცაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეტაპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო. პროექტის ფარგლებში ახალაზრდებმა შეისწავლეს აუდიომონტაჟი და მოამზადეს ორი სიუჟეტი კიბერუსაფრთოებასა და კიბერბულინგზე.