დღეს იორმუღანლოში კარვების აქცია გაიმართება

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები კარვების აქციას გეგმავენ. ამის შესახებ speqtri.ge-ს სკოლიდან გათავისუფლებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლმა თეა გურგენიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები პედაგოგის გათავისუფლებასთან ერთად, გამოცდების შედეგებსაც გააპროტესტებენ.
„ქართული სექტორის 6 მოსწავლიდან ატესტატი მხოლოდ ერთმა აიღო. ქართულში 3 მოსწავლე ჩაიჭრა, ისტორიაში ბარიერი 4-მა ვერ გადალახა. მასწავლებელი თურმე ასე ეუბნებათ, თუ გამოცდის ჩაბარება გინდოდათ, მაშინ მომზადებულიყავითო. ამიტომ მშობლები აპროტესტებენ არამარტო ჩემს გათავისუფლებას, არამედ საატესტატო გამოცდების შედეგებსაც.”

აქცია დღეს იორმუღანლოს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი მოსწავლის ცემის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.