მანავში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა [Audio]

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მეორე წელია ახორციელებს.

მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“.
როგორც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა კალაძე ამბობს, ბანაკში ბავშვების 8 ნაკადი დაისვენებს.
„ეს არის სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი მანავში, რომელიც სამხედრო ბაზაზე იმართება. ბანაკი გაიხსნა 3 ივლისს და გაგრძელდება სამ სექტემბრამდე. იქნება შვიდდღიანი 8 ნაკადი, თითოში 132 ბავშვი.შერჩევა მოხდა მცირეკონტინგენტიანი სკოლებიდან.“

გახსნის ღონისძიებაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებს გაესაუბრა.

აღნიშნული პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეკრეაციული, საგანმანათლებლო შემეცნებითი, კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა. ბანაკში 8 ნაკადის განმავლობაში, მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან 12-დან 16 წლამდე ასაკის 1056 მოსწავლე დაისვენებს.