„ფერიების მეჯლისი“ საგარეჯოში [Photos]


საგარეჯოს კულტურის სახლში ,,ფერიების მეჯლისი“ გაიმართა, სადაც 15 ბავშვი მონაწილეობდა. კონკურსის წამყვანი იყო თემუკა ჭიაურელი.

გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. მათ საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორმა ბესიკ ღვინაშვილმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

აქვე მოეწყო კონკურსში მონაწილე ბავშვების ნახატების გამოფენა, რომელსაც ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა.
,,ფერიების მეჯლისი“-ს ორგანიზატორები იყვნენ საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის თეატრის მსახიობი ნათელა დიღმელაშვილი და კულტურის სახლის მენეჯერი თინათინ მეზვრიშვილი.