საგარეჯოში მარჯანიშვილის ქუჩა მოასფალტდება

საგარეჯო მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
ქალაქ საგარეჯოში,მარჯანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა ადგილზე მოინახულა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მათ მიდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 250 მეტრის სიგრძის მონაკვეთი.
სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებით შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ასრულებს.