“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თასი 2018“-ის გამარჯვებული „ტისკუპანის“ გუნდი გახდა

შეჯიბრი მერიის თასზე
ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე მოეწყო ყოველწლიური ტურნირის ფინალი “საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თასი 2018“ მინი ფეხბურთში. ერთმანეთს ადგილობრივ ორგანიზაცია-დაწესებულებები ეჯიბრებოდნენ.

ტურნირის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა.

Iადგილი დაიკავა შპს „ტისკუპანის“ გუნდმა; II ადგილზე გავიდა შპს „ევროპის“ გუნდი, III ადგილს კი საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდი დასჯერდა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს შპს „ევროპის“ ფეხბურთელი გიორგი ჩეკურიშვილი, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად – მერიის გუნდის წევრი გიორგი გოგოჭური.

გამარჯვებულ გუნდებს თასი და ფულადი ჯილდო გადაეცა.