სპორტულ კლუბ „იაგუარს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ტატამს გადასცემს [Audio]

სპორტული კლუბი იაგუარი უკვე 5 წელია რაც ჩამოყალიბდა, დღეისათვის იორმუღანლოს თემის, სოფელ ლამბალოს სკოლის დარბაზში აქტიურად ვარჯიშობს და წარმატებებიც აქვს. მწვრთნელის იბრაჰიმ მამედოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავარჯიშოდ არც ტატამი აქვთ და არც შესაბამის რაოდენობის ე.წ. „გრუშა“, მათ გუნდში მაინც ბევრი წარმატებული სპორტსმენია.

რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატისა“ და რადიო ივრისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა იორმუღანლოში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს შორის. ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თავიანთი სურვილები გააცნეს და საინტერესო შეკითხვებიც დასვეს. მათ დაპირება მიიღეს, რომ აღნიშნულ კლუბს მერია ტატამს გადასცემდა. გიორგი ერბოწონაშვილი ამბობს, რომ ისინი დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ.

კლუბი იაგუარი ლამბალოს სკოლის დარბაზში ფუნქციონირებს
საგიფ იოლჩიევის თქმით, როცა ერთ ე.წ. გრუშასთან, 50-მდე ბავშვი ვარჯიშობს, უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლებელია
ჯოშგუნ მახაროვს სურს წონაში დაიკლოს და ჩემპიონი გახდეს