,, ზაფხულის გარეჯული საღამოები“ – ფესტივალი საგარეჯოში [Photos]

ზაფხულის გარეჯული საღამოები /ფოტო – საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანება

საზაფხულო ფესტივალის ,,ზაფხულის გარეჯული საღამოების“ მეორე დღე მაყურებელისთვის მეტად მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილი იყო ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედება, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქ. საგარეჯოს ოთხივე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

აქ შესაძლებელი იყო მოგესმინათ გენიალური ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის არაჩვეულებრივი მუსიკა. პატარა მხატვრებმა კი, მასწავლებლის, თამრიკო იორამაშვილის დამხარებით, პეიზაჟები დახატეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პოეტმა ქ-ნ მარინა შანიძემ,ასევე მონაწილეობდნენ საგარეჯოელი ახალგაზრდა პოეტები ნინი ბუზარიაშვილი და გურამ სამუნაშვილი.

საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობმა ნათელა დიღმელაშვილმა კი გააცოცხლა გოგლას პერსონაჟი „ნატვრის ხიდან“ ფუფალა, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

აქვე მოეწყო მეგობრული შეხვედრა ჭადრაკში სკოლებს შორის. დასასრულს გაიმართა კინო-ჩვენება მიუზიკლისა ,,კონკია“.