„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ – თელავში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

კახეთის მუნიციპალიტეტების მერები

30 ივლისს, 14:00 საათზე, თელავის დემოკრატიის სკოლის(EECMD )და თელავის მერიის ორგანიზებით, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულების მონაწილეობით.

აღნიშნულ ინიციატივას 2017 წლის დეკემბრიდან უკვე შეუერთდა თელავის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას. „თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა“ მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნას და მოქალაქეთა დასაქმებას.

ეკონომიკური განვითარების გეგმის როგორც შემუშავების, ასევე განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა აქტიური ჩართულობა.

შეხვედრას გაუძღვება თელავის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი თავბერიძე.