რა ღირს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური შემოწმება [Audio]

მანქანის ტექდათვალიერების გავლა საგარეჯოშიც შესაძლებელია

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ავტოტრანსპორტის ნაწილს უკვე შეეხო.

კახეთში ამ დროისთვის სულ 4 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს, საგარეჯოს, თელავის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

უკვე 21 წელია, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავში ინსპექტირების ცენტრი „დათუნია “ ფუნციონირებს. როგორც დირექტორი ლევან დათუნაშვილი გვეუბნება, აქ პირველი იანვრიდან დღემდე ინსპექტირება 205-მა ავტომანქანამ გაიარა, მათგან გზისთვის ვარგისი 117 ავტომობილი აღმოჩნდა. 88 სატრანსპორტო საშუალებას კი ინსპექტირების გავლა ხელახლა მოუწია. მათ პირობები მეორე ეტაპზე დააკმაყოფილეს.

ლევან დათუნაშვილის თქმით,თუკი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი ავტომანქანას დაიწუნებს, ამ შემეთხვევაში ტრანსპორტს გზაზე გადაადგილება ხარვეზების გამოსწორებამდე ეკრძალება. ხარვეზების გამოსწორების შემდეგ, მას შეუძ₾ია ერთიო თვის ვადაში იმავე ცენტრში მივიდეს და შემოწმებისთვის თანხას აღარ გადაიხდის.

პირველი ოქტომბირდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას სხვა ავტომანქანებიც ეტაპობრივად გაივლიან.
ტექნიკურ ცენტრებში მსუბუქი ავტომანქანის 60 ლარი ღირს, ხოლო სატვირთოებისა და მიკროავტობუსების 100 ლარი. ცენტრებში დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და მძღოლებს თანხის გადახდა იქვე შეუძლიათ.