2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი გადაწყდა. ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი, ჯერჯერობით უცნობია, როგორც თავად განაცხადა,ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააჟღერებს.