2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების რევაზ მამისაშვილის საფლავი სოფ. მარიამჯვარში და გიორგი კირაკოზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი სოფ. ჩაილურში ყვავილებით შეამკეს

აგვისტოს ომიდან უკვე 10 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების: რევაზ მამისაშვილის საფლავი (სოფ. მარიამჯვარი) და გიორგი კირაკოზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი (სოფ. ჩაილურში) ყვავილებით შეამკეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, საგარეჯოს მაჟორიტარმა-დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსი გილაშვილმა და პაატა ასრათაშვილმა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

მათ პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ტრადიციული ფულადი დახმარება გადასცეს.

ომში დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ გიორგი კირაკოზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან ჩაილურის სკოლის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს.

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, დაჭ­რილ-და­შა­ვე­ბულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 2 232-ს. მათ შო­რის, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ად­გენს 1045-ს. ქვეყანას 26 000-მდე დევნილი შეემატა. დღემდე ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20%.

2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლო კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­დე­გად დაჭ­რილ/და­შა­ვე­ბულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 2 232-ს