გრიგოლ ვაშაძე იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდა

გრიგოლ ვაშაძე – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი

პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე მყოფმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ 10 სხვა პარტიასთან გაერთიანდა და დაასახელა პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი.

გრიგოლ ვაშაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ ჩაერთო საპრეზიდენტო არჩევნებში და ასევე აქცენტები გააკეთა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე.

„ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა, არ არის გზები, არ არის წყალი, ჯანდაცვა არ არის. მშრომელ კაცს შრომა არ უფასდება. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, უმრავლესობა ემიგრაციაშია. ჩვენ თუ ეს არჩევნები არ მოვიგეთ, არ ვიარსებებთ, ფიზიკურად გაგვიჭირდება, აღარ ვიარსებებთ, როგორც ქვეყანა და როგორც მოქალაქეები. ყველას უთხარით, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და სახლში არავინ დარჩეს. ჩვენი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ბრძოლაში ჩავერთეთ არის ერთი, რომ საქართველოში მშრომელ ადამიანს დაუფასდეს შრომა. ჩვენ თუ ბიუჯეტის სხვანაირი ხარჯვა არ დავიწყეთ, ეს არასოდეს არ მოხდება,“ – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე იორმუღანლოს მსოახლეობას შეხვდა