ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

აპელაციაზე განაცხადების მიღება 9 აგვისტოდან დაიწყო

თუკი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულები არ გაკმაყოფილებთ და მიგაჩნიათ, რომ ამა თუ იმ საგანში საგამოცდო ტესტი იმაზე უკეთ დაწერეთ, ვიდრე შეგაფასეს, შეგიძლიათ გაასაჩივროთ.

სააპელაციო განაცხადის მიიღება დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 15 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.

გადახდის პირობები და წესები, უფრო დეტალურად იხილეთ ბმულზე.