„ზაფხულის გარეჯული საღამოები“ გრძელდება

საზაფხულო ფესტივალი „ზაფხულის გარეჯული საღამოები“ გრძელდება.

13 აგვისტოს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება, რომელიც 19-00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ მოეწყობა კინოფილმის ჩვენება.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია კი, 14 აგვისტოს 20-00 საათზე გაიმართება. საღამო ფეიერვერკით დასრულდება.

ღონისძიება კულტურის სახლთან არსებულ სკვერში ჩატარდება.