საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა გახანგრძლივდა

აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა.

ცვლილებების განხორციელება აბიტურიენტებს დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

ამის გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება. ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.