იორმუღანლოს სათემო რადიო-ინფორმაციის უალტერნატივო საშუალება [Video-Photo]

posted in: მედია | 0

24 თებერვალს რადიო ივრისის ოფისში პირველი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.
შეხვედრას ის ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ვინც უახლოეს მომავალში პირველი სიტყვა უნდა თქვას ინტეგრირებისა და თემში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის დაძლევის თვალსაზრისით;

გამოიყენოს რადიო პროგრამები ეთნიკური და რელიგიური გაუცხოების შესამცირებლად, კომუნიკაციის გასაფართოებლად.

სათემო რადიო „ივრისის“ დაარსების ინიციატია „სპექტრთან“ არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „მეცენატს“ ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო“. პროექტი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, შეირჩა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა რადიოს ოფისი.
მოწვეული ტრენერია ინტერნეტმედიის სპეცილისტი კონსტანტინ სტალინსკი, რომლის უშუალო ჩართულობით ხდება ყველა აქტივობის განხორციელება, რაც სათემო რადიოს ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

 
სემინარს წინ უძღვოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, დაიგეგმა უახლოესი ღონისძიებები, საუბარი იყო სათემო რადიოს მიზნებისა და საინფორმაციო ბადის შესახებ.
რადიოს ძირითად მიზნად განისაზღვრა: გახდეს შუამავალი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, დაეხმაროს თემის წარმომადგენლებს პრობლემების ინდენტიფიცირებასა და მოგვარებაში; მიაწოდოს მოსახლეობას ადგილობრივი ახალი ამბები, ასევე სიახლეები ეკონომიკის, სოციალური საკითხების, კულტურის და სპორტის შესახებ.
ჯგუფი უახლოეს მომავალში ტრენინგების პარალელურად, მსმენელს ონლაინ რეჟიმში პირველ სატეტსო მაუწყებლობას შესთავაზებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply