წლის ბოლომდე საქართველოში 1200 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა ამოქმედდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს), საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას.

წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

შსს-მ დღეიდან აამოქმედა ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები.
აჭარის რეგიონში,სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. ამას გარდა, საქართველოს მასშტაბით, კიდევ 33 ლოკაციაზეა მოწყობილი სიჩქარის მზომი სექციები და სხვადასხვა რეგიონში სულ გადაფარულია 182 კმ საავტომობილო გზა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აგვისტოს თვეში სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა ასევე ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე.