ლამბალოში შიდა სანიაღვრე არხის გაწმენდა მიმდინარეობს

რამდენიმე დღის წინმოსულმა უხვა ნალექმა იორმუღანლოს თემში სანიაღვრე არხებზე პრობლემები შექმნა.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ლამბალოში შიდა სანიაღვრე არხის საფუძვლიანად გაწმენდა დაიწყო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პაატა ასრათაშვილის თქმით, მათ ტექნიკით მელიორაციის სამსახური დაეხმარა.
„ცენტრალურ არხზე, რომელსაც ხალხი სარწყავად იყენებს, სტიქიის შედეგად ჩავიდა ნაშალი მასალა, ჩაიკეტა, წყალი გადმოვიდა და მცირე ტერიტორია დაიტბორა, მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო. წყალი გავუშვით და არხი გავწმინდეთ. არც სავარგულებს მიადგა ზიანი და არც შენობა-ნაგებობებს.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანალოგიური სამუშაოები სხვა სოფლებშიც განხორციელდება.