„ვეცდებით გზის პრობლემა მეტ-ნაკლებად ამოვწუროთ“ – ოთარ ჩალათაშვილი [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები თულარის, კაზლარის, ლამბალოს, იორმუღანლოსა და დუზაგრამის თემს ესტუმრნენ.

როგორც რადიო ივრისთან საუბარში საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილმა აღნიშნა, მათ მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ შესახებ და უახლოეს გეგმებზეც ისაუბრეს.

„ძირითადი მიმართულება ის იყო, რომ გავეცანით მოსახლეობის პრობლემებს. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო გზა, წყალი და განათება. ასევე დავათვალიერეთ მიმდინარე პროექტები. ეს იყო ერთგვარი სამუშაო შეხვედრა. ამ სოფელში მიმდინარეობდა გზის მოხრეშვის სამუშაოები, რამდენიმი ქუჩა მოიხრეშა, შეკეთდა, შემდეგ წელს კი დაგეგმილია ნაწილი გზის მოასფალტება.“

ერთობლივი სამუშაო ვიზიტები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც იგეგმება.