საგარეჯოში გეოდეზიის დეპარტამენტის მანქანა გზიდან გადავარდა


დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოდეზიის დეპარტამენტის თანამშრომლები საგარეჯოში აზომვით სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც გზის ნაწილი ჩაინგრა და მანქანა გადავარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანის ამოყვანა მაშველებმა შეძლეს.