“დელტამ” საგარეჯოში სეტყვასაშიში ღრუბელი დაშალა


4 ივნისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 150 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც სამივე მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.

გაისროლეს რამდენიმე ათეული რაკეტა. ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.