იორმუღანლოს თემში კერძო საბავშვო ბაღი გაიხსნება [Audio]

იორმუღანლოს თემში კერძო საბავშვო ბაღი გაიხსნება. როგორც მისი დამფუძნებელი თეა გურგენიძე ამბობს, ბაღი სამენოვანი იქნება და პირველ ეტაპზე 50 ბავშვს მიიღებენ.

„თავიდან ბაღი 50 ბავშვზე4 გვაქვს გათვლილი, მაგრამ მომავალში ბფიქრობთ, 150-200 ბავშვი გვეყოლება. ბაღი იქნება სამენოვანი. ძირითადად იქნება ქართული, მაგრამ სწავლება წავა სამ ენაზე, აზერბაიჯანული, თავისთავად, იმიტომ, რომ საკონტაქტო ენაა, ქართული, იმიტომ რომ ყველაფერი ქართულია და ასევე შევასწავლით ინგლისურში ელემენტარულ სიტყვებს. გადასახადი დაახლოებით 100 ლარია და იქნება სამჯერადი კვება. სწავლა იქნება 10-ის ნახევრიდან 5 საათამდე.“

ქალბატონი თეას თქმით, ამ ეტაპზე ბაღში მხოლოდ ერთი ჯგუფი გაიხსნება. ძიძა, რომელიც მასთან ერთად იმუშავებს, სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
როგორც თეა გურგენიძე ამბობს, კერძო ბაღის შემდეგ ის გეგმავს, გახსნას კერძო ქართული სკოლა.