იორმუღანლოში კერძო საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო

უკვე ერთი კვირაა იორმუღანლოს თემში, ქორწინების სახლის შენობაში კერძო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. ამ დროისთვის ბაღში 30 აღსაზრდელია. როგორც მენეჯერი თეა გურგენიძე ამბობს, მიმდინარე წელს ბავშვების დამატებას კიდევ ელიან.

-„ადგილობრივები ბინებიდან ეხლა ჩამოდიან სოფელში და ნელ-ნელა კიდევ მოემატებიან. ჯამში 50 ბავშვზე გვაქვს გათვლილი ბაღი. ბავშვები უკვე არიან დარეგისტრირებული, უბრალოდ გზაში შეექმნათ შეფერხება და სოფელში ჩამოსვლა უგვიანდებათ. ეს წამოწყება ასე ვთქვათ, ექსპერიმენტული იყო და გაამართლა. მშობლებიც თითქმის ყოველდღე მოდიან და ადგილზე ეცნობიან მდგომარეობას. ძალიან კმაყოფილები არიან. ისინი გვთავაზობენ, მომავალში „მარშუტკის“ სერვისიც გავაკეთოთ, რომელიც დილით მოიყვანს ბავშვებს და საღამოს წაიყვანს.“

თეა გურგენიძის თქმით, ახლადგახსნილ საბავშვო ბაღს აქტიურად ეხმარებიან ადგილობრივები და ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელებიც.
-„ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ძალიან გვიდგას გვერდში. მათ გამოიჩინეს ინიციატივა, რომ დაგვეხმარონ, ზოგი მაცივარს გვჩუქნის, ზოგი ხილს, ზოგიც ფინანსურად გვეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“

თეა გურგენიძე მომავალში გეგმავს, კერძო ქართული სკოლაც გახსნას

.