თეა გურგენიძემ სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივლა

იორმუღანლოს საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი თეა გურგენიძე, სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივის.

სარჩელით მან სიღნაღის რაიონულ სასამართლოს ოფიციალურად 21 ივნისს მიმართა. მოსარჩელე მხარე პედაგოგის გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. ადვოკატის, ნათია ქაჯაიასთვის სკოლის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილება მიუღებელია. მისი თქმით, მტკიცებულება, რომ თეა გურგენიძემ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ არსებობს.