პრეზიდენტის არჩევნებისთვის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 – საინიციატივო ჯგუფის მიერ.

თავდაპირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიას სულ 46-მა საინიციატივო ჯგუფმა თუ პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. 21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო უარი ეთქვა კანდიდატად რეგისტრაციაზე;

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობით მიმართოს ცესკო-ს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

იხილეთ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატები.