შესაძლოა გატაცებული გოგონას მხარდამჭერი აქცია იორმუღანლოს პოლიციასთანაც გაიმართოს

მოტაცებული 17 წლის გოგონას მხარდამჭერი აქცია

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოში 12 ოქტომბერს გატაცებული გოგოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან აღნიშნულ საქმეზე სწრაფ და ქმედითუნარიან რეაგირებას ითხოვდნენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოტაცებაზე სასჯელი უნდა გამკაცრდეს. როგორც მათ აღნიშნეს, აღნიშნული ქმედებისთვის გამტაცებელს მხოლოდ საპროცესო გარიგებას და 5 000-ლარიან ჯარიმას აკისრებენ, რაც დაუსჯელობის სინდრომს იწვევს.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ გამოძიება უმოკლეს დროში ვერ დაადგენს გამტაცებელს, ისინი აქციას იორმუღანლოში, პოლიციის შენობის წინ გამართავენ.

სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგო 12 ოქტომბერს გაიტაცეს, მისი პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.