პოლიციამ იორმუღანლოდან დაკარგული მამაკაცი იპოვა

სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან დაკარგული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი სოფელ ვაშლოვანში იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.
უწყების ცნობითვე, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს.

მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები 11 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობდა.