იორმუღანლოს #42 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მარკირების გარეშე მისცა

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ დამკვირვეებლმა საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.

არტურ კაზაროვის განცხადებით, იორმუღანლოს #42 უბანზე, ამომრჩეველმა ხმა მარკირების გარეშე მისცა.

-„უბანზე შემოვიდა ამომრჩეველი და მას მარკირების შემოწმება არ ჩაუტარდა. დამკვირვებელმა ამაზე მითითება გასცა, თუმცა ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრს რეაგირება არ მოუხდენია. საბოლოოდ, ამომრჩეველმა ხმა მარკირების გარეშე მისცა.“ -აღნიშნა speqtri.ge-სთან არტურ კაზაროვმა.