თოზუ არ ხარ სრულწლოვანი … – კურიოზული წარწერები ბიულეტენებზე [Photos]

ამომრჩეველმა გასული წლების მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაგვახალისა კურიოზული წარწერებით. „ვახტანგ გორგასალი“, „დათო მეფე“, „მამას“, „თოზუ არ ხარ სრულწლოვანი“,„ ერთიანად ამოწყდით ყველა“, „შხამიანი გველების სია“ და სხვა ამგვარი წარწერები აღმოაჩინეს დამკვირვებლებმა ბიულეტენების დათვლის დროს.

წელსაც პოპულარული იყო რადიო ივრისის ჟურნალისტი იორმუღანლოს თემიდან თოზუ გულმამედოვა, თუმცა, მას შეახსენეს, რომ პრეზიდენტობისთვის არასრულწლოვანია. ასევე საპრეზიდენტო სიაში ფიგურირებდა ცხვარი.