იორმუღანლოში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, “თი-ბი-სი” ბანკის წინ მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.

რა თანხის წაღება მოახერხეს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს,გამოძიება სსკ-ის 177-ე,ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.