საგზაო ნიშნები ჩვენი უსაფრთხოებისთვის-ტრენინგი იორმუღანლოში [Audio]

„მე შევცვლი ჩემს თემს“ პროექტის მონაწილეებისთვის 9 თებერვალს რადიო „ივრისის“ ოფისში გაიმართა ტრენინგი საგზაო უსაფრთხოების თემაზე. ახალგაზრდები გაეცნენ მაფრთხილებელ, პრიორიტეტის, მიმთითებელ, სერვისის, დამატებითი ინფორმაციის, განსაკუთრებული მიწერილობის, ამკრძალავ და შემზღუდავ საგზაო ნიშნებს.

მათ ისწავლეს რა არის ზებრა გადასასვლელი, ვის ენიჭება უპირატესობა მოძრაობისას, რამდენია სკოლებთან და ზოგადად დასახლებულ პუნქტში დასაშვები სიჩქარე და სხვა.
მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო იყო ტრენინგის თემატიკა. “გავიგე, რომ არსებობს მიმთითებელი და ამკრძალავი ნიშნები, რომელიც ძალიან საჭიროა. მინდა ჩვენს სოფელშიც იდგეს საგზაო ნიშნები, რადგან ბევრი ავარია ხდება და ადამიანები კვდებიან,“ – გვითხრა აისუნ ნაბიევამ.

ალი ქაზუმოვს ტრენინგიდან ყველაზე მეტად ის დაამახსოვრდა, რომ სკოლებთან მანქანამ საათ მხოლოდ 20 კმ სიჩქარით უნდა იაროს.
მე ყველაზე მეტად მომეწონა, რომ საგზაო ნიშნები ვისწავლე. გავიგე, რომ მანქანამ სოფელში 60 კმ/სთ სიჩქარით უნდა გაიაროს, ასფალტზე, 110-ით და სკოლასთან 20-ით. გავიგე, რომ საგზაო ნიშნები ძალიან საჭიროა. ჩვენს სკოლასთან არ დგას ნიშნები, მინდა, რომ იყოს, ეადგან მანქანები ძალიან სწრაფად დადიან. ეს აკრძალულია.
როგორც ტრენერი ლევან ნაცვლიშვილი ამბობს, ჯგუფი საკმაოდ დაინტერესებული იყო ტრენინგით და კითხვებიც აქტიურად დაუსვეს.
შეგახსენებთ, რომ პროექტს „მე შევცვლი ჩემს თემს“ ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ორგანიზაცია ph international-ის „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში. მონაწილეების შესარჩევად იორმუღანლოს თემის სკოლებში ჩატარდა პრეზენტაციები. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 50-მდე ახალგაზრდა.