ბავშვთა მიმართ ძალადობა და რეფერირების მექანიზმი [Audio]

ბავშვების ძალადობისგან დასაცავად საქართველოში სხვადასხვა პროგრამა მუშაობს. ერთ-ერთია ბავშვთა რეფერირება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (საჯარო სკოლებში) დანიშნულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებზე პასუხისმგებელი პირი: იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური ჯერ არ მუშაობს, ამ მოვალეობას დირექტორები ან მათი მოადგილეები ითავსებენ.

 

რეფერირების თაობაზე 2016-17 წლებში იორმუღანლოს თემიდან არც ერთი განაცხადი არ შესულა არც მანდატურის სამსახურში და არც სოციალურ სააგენტოში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობა არ ხდება, პირიქით, ეს იმის ნიშანია, რომ  ამ თემში უფრო მეტია სამუშაო.

Leave a Reply